პროექტი დაწყებით კლასებში
Thursday, March 14, 2013
Wednesday, March 16, 2011
ჩემს სოფელშიც მოვიდა გაზაფხული
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნონ მცენარეთა მრავალფეროვნებას და საკუთარი სოფლის ბუნებას, გაუფრთხილდნენ და იზრუნონ მასზე.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლე , რომელიც ვერ აღიქვამს ბუნების სილამაზეს, არ იცნობს მცენარეებს, მათ აგებულებასა და გამრავლებას, ის არც ზრუნავს მათზე და არც უფრთხილდება ბუნებას. ასევე ვერ ჩამოუყალიბდება ესთეტიკური უნარები.
4. პროექტის მიზანი:
· გაეცნონ გაზაფხულის ყვავილებს, მათ აგებულებასა
და გამრავლება.
· შეძლონ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაციის მოძიება.
· გაეცნონ საკუთარი სოფლის ბუნებას.
· ხელი შევუწყო მოსწავლეების ესთეტიკურ აღზრდას.
5. მოსწავლეთა ასაკი: 7 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2011წლის თებერვალი- მაისი.
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას; აწყობენ ჰერბარიუმების, მოსწავლეთა ნახატებისა და მათ მიერვე გადაღებული ყვავილების ფოტოების გამოფენას. აწყობენ ყვავილებისაგან ცოცხალ კუთხეს. სკოლის ეზოში გააშენებენ გაზაფხულის ყვავილებს. ისწავლიან მცენარეების მოვლას და იზრუნებენ მათზე.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ფოტოაპარატი, ყვავილის ძირები და ბოლქვები, წიგნები, სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები და სხვა სახატავი მასალა.
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები): მეორე კლასის მოსწავლეები კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით აგროვებენ ინფორმაციას გაზაფხულის ყვავილებზე. მოიძიებენ სურათებს , როგორც მინდვრის ყვავილებზე (ენძელა, ია, ყოჩივარდა, თეთრყვავილა, ცისთვალა, ფურისულა), ასევე ეზოს ყვავილებზე (ტიტა, ნარცისი, სუმბული).
წიგნებისა და უფროსების დახმარებით შეაგროვებენ ამ ყვავილებზე შექმნილ ლექსებს, თქმულებებს, ჩანახატებს, სიმღერებს, გამოცანებს და პატარა მოთხრობებს.
დააკვირდებიან თავიანთი სოფლის ბუნებაში ამ ყვავილების ზრდა-განვითარებას. გადაუღებენ ფოტოებს, შეაგროვებემ ყვავილებს და გააკეთებენ ჰერბარიუმს, დარგავენ ყვავილებს ფესვებიანად ქოთნებში და მოაწყობენ ცოცხალ კუთხეს. სკოლის ეზოში გააშენებენ გაზაფხულის ყვავილებს. მოაწყობენ გამოფენას.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნებისმეტყველება, ქართული ენა და ლიტერატურა, ხელოვნება, ისტი.
Subscribe to:
Posts (Atom)